გასულ თვეს, დევიდ და ვიკტორია ბექჰემების უფროსმა ვაჟმა, 21 წლის ბრუკლინ ბექჰემმა თავის შეყვარებულს, მილიარდერის ქალიშვილს, 25 წლის ნიკოლა პელტცს ცოლობა სთხოვა, მოუხედავად იმისა, რომ მათ სულ რაღაც 10 თვიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, გოგონა მას დათანხმდა და სულ მალე ალბათ, ისტორიაში ყველაზე გლამურული ქორწილის მომსწრენი გავხდებით.
ბრუკლინისა და ნიკოლა პელტცის „ინსტაგრამ“ გამომწერები ეჭვობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი მხოლოდ გრძნობები არ გახლავთ, ისინი ფიქრობენ რომ ნიკოლა ორსულადაა. აღნიშნული ეჭვი ნიკოლამ ფოტოთი გაამყარა, მან საქმროსთან ერთად გადაღებულ ფოტოს „პატარა B“ დააწერა.
„გილოცავთ“, „მომავალი დედა და მამა“, „ულამაზესი შვილი გეყოლებათ“, – წერენ კომენტარებში, არადა ეს ფრაზა, შესაძლოა ბრუკლინის მოსაფერებელ სიტყვად იყოს გამოყენებული.
შეგახსენებთ, იტალიური ვოიაჟის შემდეგ, ბექჰემების ოჯახი საბერძნეთში ისვენებს.


