LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრწყინვალე თოკო: შენგელია ევროლიგის სიმბოლურ ნაკრებშია

146

ევროლიგამ ოფიციალურ გვერდზე 2017-18 წლების სეზონის პირველი სიმბოლური ნაკრები წარადგინა.

სეზონის ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელიც ესპანეთის “ბასკონიაში” თამაშობს.

სეზონის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი”)
ნანდო დე კოლო (ცსკა)
ლუკა დონჩიჩი (“რეალი”)
თორნიკე შენგელია (“ბასკონია”)
იან ვესელი (“ფენერბაჰჩე)

 

“თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და უმთავრესი როლი ითამაშა “ბასკონიას” წარმატებულ სეზონში. ის გუნდის ლიდერი იყო და მატჩში საშუალოდ 13.7 ქულას აგროვებდა, რაც საუკეთესო შედეგია ევროლიგის ცენტრებსა და ფორვარდებს შორის.

ის მატჩში საშუალოდ 6.1 მოხსნას აკეთებდა, რაც მესამე შედეგია ევროლიგაში. მან ასევე კარიერის საუკეთესო შედეგი
დააფიქსირა ორქულიანების სიზუსტის მიხედვით (61.4% ჩააგდო ზუსტად).

ის მატჩში საშუალოდ 25 წუთსა და 29 წამს თამაშობდა, რაც მისთვის კარიერის საუკეთესო შედეგია”, – წერია ევროლიგის ოფიციალურ საიტზე.

 

“ბასკონია” ამ სეზონში ევროლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა, თუმცა “ფენერბაჰჩესთან” 4-მატჩიან სერიაში 1:3 დამარცხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g