LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუჩასთან ახალი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, ადამიანების უმეტესობას ხელები შეკრული და მუხლები დაცხრილული აქვს

66
ბუჩა

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ბუჩასთან ახლოს მშვიდობიანი მოსახლეობის ახალი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

კიევის რეგიონული პოლიციის უფროსის ანდრეი ნიებიტოვის თქმით, 7 ადამიანის ცხედარი სოფელ მიროცკესთან ახლოს აღმოაჩინეს, რომელთა უმეტესობას „ხელები აქვს შეკრული და მუხლები დაცხრილული.“

მისივე თქმით, ისინი ნაწამები არიან და იმისათვის, რომ ცხედრების იდენტიფიცირება მოხდეს, სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.

უთხარით ყველას, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია, ნახოს რუსეთის დროშა ჩვენს მიწაზე, ყველა რუს ოფიციალურ პირს ახსოვდეს: ეს არ არის ის მიწა, სადაც სიმშვიდე ექნებათ – ზელენსკი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g