LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდანოვი: უკრაინა ყირიმს ძალითაც და დიპლომატიის გზითაც დაიბრუნებს

147
ბუნადოვი ყირიმზეე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ყირიმს ძალითაც და დიპლომატიის გზითაც დაიბრუნებს.

„ყირიმს დავიბრუნებთ კომბინირებული გზით: ძალითაც და დიპლომატიითაც. მაგრამ ძალის გარეშე არაფერი იქნება. ჩვენი დანაყოფები იქ იარაღით ხელში შევლენ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ყირიმი დასავლეთის ქვეყნებისთვის „წითელი ხაზია“, დაზვერვის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ის არ არის დაინტერესებული იმ ადამიანების მოსაზრებების მოსმენით, რომლებიც არ ასახავს უკრაინელი ხალხის პოზიციას.

ბუდანოვის თქმით, უკრაინა ყველა დაკარგულ ტერიტორიას დაიბრუნებს. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა 1991 წლის საზღვრებში აღიარებული ქვეყანაა და ვინც ამას არ ეთანხმება, არ ეთანხმება მეორე მსოფლიო ომისა და გაეროს ახალი საწყისების შემდეგ შექმნილ მსოფლიო წესრიგს.

ზელენსკი: მტერი შეეცდება, ახალ წლამდე დარჩენილი დღეები ბნელ და რთულ დროდ აქციოს, ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

mazda magti 5g