„სიბნელე ვერ შეგვიშლის ხელს, რომ დამპყრობლები მორიგ დამარცხებამდე მივიყვანოთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული, მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი ყველაფერს აკეთებს უკრაინის გადარჩენისა და გამარჯვებისთვის. მისივე თქმით, ახლა რუსეთი შეეცდება, ახალ წლამდე დარჩენილი დღეები უკრაინელებისთვის ბნელ და რთულ დროდ აქციოს:
„ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მტერი შეეცდება, ეს დრო გაგვირთულოს და ბნელ დროდ აქციოს. რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო. მაგრამ ის ცდილობს, აანაზღაუროს თავისი დანაკარგები ჩვენს მოქალაქეებში გამოწვეული აჟიოტაჟით, ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებით.
ვიცი, რომ სიბნელე ხელს არ შეგვიშლის დამპყრობლების ახალ დამარცხებამდე მიყვანაში. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის.
გთხოვთ, მოუსმინოთ საჰაერო განგაშის სიგნალებს ამ დღეებში. კიდევ ერთხელ შეავლეთ თვალი და დაიმახსოვრეთ, სად მდებარეობს უსაფრთხოების უახლოესი ადგილები, რათა თავი შეაფაროთ მათ. გთხოვთ, თავს გაუფრთხილდეთ და იყავით მზად სხვების დასახმარებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი ურკაინაში