LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდაპეშტში ორი მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა

40

ბუდაპეშტში ორი მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ინციდენტი მეტროს მეორე ხაზზე მოხდა. მატარებლის ერთი შემადგენლობა გვირაბში მეორეს დაეწია და ბოლო ვაგონს დაეჯახა. ამ დროს ორივე მატარებელი მგზავრებით იყო სავსე. შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაზარალდა, რომელთაგანაც 9 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად მეტროს მოძრაობა დროებით შეჩერებულია და პოლიცია ავარიის მიზეზების დადგენას ცდილობს. ერთ-ერთი ინფორმაციით, სიცივის გამო ლიანდაგები მოყინული იყო და მატარებლის მაღალი სიჩქარეც ამან გამოიწვია. როგორც უკან მიმავალი შემადგენლობის მემანქანემ განაცხადა, მან დროულად შეჩერება სწორედ მოყინული ლიანდაგების გამო ვერ მოახერხა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები