ეროვნული ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.
როგორც ზივზივაძე აღნიშნავს, ინტერნეტში გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, თითქოს მას დიმა ობოლაძემ სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა ზივზივაძემ.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელებული დეზინფორმაცია უარყო თავად ობოლაძემაც, ასევე ზივზივაძის მამამ.