LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Buena Vista All Stars – კუბური მუსიკის ლეგენდები თბილისში – ღონისძიების მხარდამჭერები არიან SOLO და Mastercard-ი

535
SOLO

28 სექტემბერს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, Factory Tbilisi-ში, საქართველოს დედაქალაქი კუბური მუსიკის ლეგენდებს – Buena Vista All Stars მასპინძლობს.

თუ გსურთ, იმოგზაუროთ კუბის მცხუნვარე რითმებში და დაესწროთ ღონისძიებას, ბილეთები TKT.ge-ზე უნდა შეიძინოთ.

SOLO Mastercard world elite ბარათით გადახდისას, მომხმარებლები ღონისძიების ბილეთის შეძენას ექსკლუზიური, 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

ღონისძიების ფარგლებში, ლეგენდარული Buena Vista Social Club-ის წევრები – ბარბარიტო ტორესი, დემეტრიო მუნიზი და მანუელ მაჩადო – 11 წევრიან კუბურ ორკესტრთან ერთად წარდგებიან მსმენელის წინაშე. სტუმრები მოისმენენ საყვარელ ჰიტებს: „Chan Chan“, „Dos Gardenias“, „El Cuarto De Tula“ და მრავალ სხვას.

„ეს იქნება ნამდვილი კუბური კლასიკის საღამო, განსაკუთრებული მუსიკალური და ვიზუალური გაფორმებით“, – გვპირდებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

რაც შეეხება ღონისძების დღის წესრიგს, ის ასეთი გახლავთ:

20:00 – The Doors Open

21:00 – Dini Virsaladze Quartet

22:00 – Buena Vista All Stars

23:30 – Closing act

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g