ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.
პეტრიაშვილი, ამჯერადაც, აქვეყნებს მორიგ პოსტს, სადაც ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს აჯამებს.
რუსებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„აბა, დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BDN #BუკაDეილიNიუსი მოვიდა ცხელი ამბების დასტით!
ნატოში აშშ-ის ელჩი ამბობს, უკრაინა გადაწყვეტს, როდის იქნება სწორი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ნატოს ყველა ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინა მაქსიმალურად ძლიერი პოზიციიდან მივიდეს მოლაპარაკებებზე!
ჩვენი უკრაინელი მეგობრები ასეთ ძლიერ პოზიციად მიიჩნევენ ცოცხალ ჩართვას ყირიმიდან 6 თვის შემდეგ, მაისში! მოვა მაისი!
გუშინ ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ისლანდიის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ კიევში და შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის. მხარდაჭერა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ მოიგებს უკრაინა!
რუსეთს მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოს შემოსავლის წყაროები, რომ ვეღარ აფინანსოს ომი! ევროპა გააგრძელებს აქტიურად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და მომავალში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას უკრაინის აღდგენაში!
ევროკავშირი გუშინ შეთანხმდა, რომ სანქციების გვერდის ავლა, დახმარება ამ საქმეში და მასში მონაწილეობა ერთნაირად სისხლის სამართლის დანაშაული გახდება!!!!!
წინ კიდევ პორცედურებია, მაგრამ სანქციების მიმართულებითაც ყულფი ინწრო ხდება!
ვიდრე ფრონტის ამბებზე გადავალ, დღეს სერიოზული გაფრთხილებაა, რომ შეიძლება მორიგი მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოხდება მთელი უკრაინის მასშტაბით! კი ხვდებიან ეს ურჩხულისშვილები, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება ფრონტზე სიტუაციას ვერ ცვლის, მაგრამ მაინც ჰგონიათ, რომ ასე შეიძლება უკრაინის ხელისუფლების მოლაპარაკებებზე იძულება!
ფრონტებზე: ხერსონი და მიდამოები იბომბება, ვიდრე შეუძლიათ, იმიტომ რომ ჩვენებიც მაგრად უბათქუნებენ და თან დნიპროს მარცხენა ნაპირისკენ მიიწევენ!
ზაპოროჟიეში ისეთი შტილია, რომ აი იბუთქბეს, მაგრამ რას იბუთქებს – ვიცი მე ეს პოზიციური ბრძოლები რით მთავრდება – ურდოს მხრიდან კეთილი ნების გამოხატვით ან სტრატეგიული გადაჯგუფებით ან და გათვლილი უკანდახევით!
ლუჰანსკში კრემენნა-სვატოვოს მიმართულებაზეც გუშინ უფრო პოზიციური ბრძოლები იყო!
აი ძალიან დაცხა დონეცკში! ოზორიანკაზე დროებით ისევ ურდოსკენ გადავიდა კონტროლი, დანარჩენი ყველაფერი პროპაგანდაა, თუ სადმე რამეს წააწყდით. არც კურძიუმოვკა აუღა ურდოს, არც ბახმუტია ალყაში, არც ნოვომიხაილოვკა დაგვიკარგავს, არც ანდრეევკა და არც, მით უმეტეს, ავდეევკა!
ბრძოლები კი ნაღდად ძალიან მძიმე მიდის! ასობით ვაგნერელი მიქრის კობზონთან ყოველ დღე! მაინც დაეტყო საკობზონეს ჩმობიკების შემომატება და ჰერსონიდან გადმოსროლა!
ჩვენები მაგრად დგანან და პოზიციებიც ძალიან მაგრად აქვთ გამაგრებული! მთელი ამბავი ხომ მომარაგების გზებისთვის ბრძოლაშია ახლა, თორემ ბახმუტისგან ისედაც არაფერი დარჩა და მაინც იქ ჩვენი ბიჭები და გოგოები დგანან ძალიან მაგრად!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ინგრევა ჩვენს თვალწინ!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში