„სად მივდივართ კი არა, სად არის ევროპის დედაქალაქი დღეს? დიახ, თბილისში!“, – ასე ეხმიანება „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი და სოციალურ ქსელში რადიო „ფორტუნას“ ჟურნალისტის, სალომე სარიშვილის მიერ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
20 აპრილს გამართულ აქციაზე, „ფორტუნას“ ჟურნალისტის მიერ გადაღებულმა ფოტომ, სადაც ჩანს საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით მიმავალი ახალგაზრდები, ინტერნეტსივრცე მოიცვა.
„მადლობა ამ საოცარი ფოტოსთვის „ფორტუნას“ ჟურნალისტს სალომე სარიშვილს!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი.
სად მივდივართ კი არა, სად არის ევროპის დედაქალაქი დღეს? დიახ, თბილისში! მადლობა ამ საოცარი ფოტოსთვის "ფორტუნას" ჟურნალისტ სალომე სარიშვილს!
Posted by Buka Petriashvili on ხუთშაბათი, 02 მაისი, 2024
ცნობისათვის, უკვე ორ კვირაზე მეტია, თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს“ იმართება და მოქალაქეები საკუთარ პროტესტს დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობებით აფიქსირებენ.