LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში ტურისტების რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს

48

ბულგარეთში ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის ოდენობას გადააჭარბებს. ხელისუფლების ინფორმაციით, წლის ბოლოს უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს, რაც ადგილობრივებზე რამდენიმე ათასით მეტია. აღმოჩნდა, რომ უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში ბულგარეთს 7,5 მილიონი ადამიანი ესტუმრა, რაც 2014 წლის მთლიან მაჩვენებელსაც კი აჭარბებს. 2015 წელი კი ჯერ არ დასრულებულა და რეკორდის დასამყარებლად წინ მთელი თვეა.

რაც შეეხება ბულგარეთის მოსახლეობას, 2014 წლის მონაცემებით ქვეყანაში 7,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები