LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბულვარში ქართულ ცეკვას არ ვკრძალავთ”, – ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

102

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბათუმის ბულვარში ქართულ ცეკვას არ კრძალავენ, და ვიდეოს მსგავსი შინაარსით ფორმულირება პროვოკაციულია.

ბულვარის ადმინისტრაციის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მოქალაქეებს მხოლოდ ადგილის შეცვლისკენ მოუწოდა დაცვის პოლიციამ, რადგან ცენტრალური სავალი ნაწილი იყო გადაკეტილი.

“გუშინ, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ავტორი მიზანმიმართულად აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შესაბამება: თითქოს, ბათუმის ბულვარში „ქართულ ცეკვას“ კრძალავენ. ბულვარის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმულირება არის არამარტო არასწორი შეფასება, შეიძლება ითქვას პროვოკაციული და არასახელმწიფოებრივიც. ქართული ცეკვის აკრალვა არც სამართალში და არც ბულვარის ადმინისტრაციის თუ დაცვის სამსახურის წარმოდგენაშიც კი არ დაშვებულა. უფრო მეტიც, ივლისი აგვისტოს პერიოდში, გასული ტურისტული სეზონების მსგავსად, აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ არაერთი კონცერტის ჩატარება იგეგმება, რომლებშიც სწორედ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.


გავრცელებულ ვიდეოში ადგილი ჰქონდა, დაცვის პოლიციის მიერ მითითებას, რომ აღნიშნულ ადგილზე არ იყო მიზანშეწონილი გზის გადაკეტვა და უნდა გადასულიყვნენ სხვა სივრცეში, რადგან ეს არის ბულვარის შესავლელი ცენტრალური სავალი ნაწილი, საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც ყველა სარგებლობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა დაცვის პოლიციის პრეროგატივაა.


აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე მოწყობილია ბათუმის ბულვარის ყველასათვის საყვარელი და სავიზიტო ბარათი – მოცეკვავე შადრევნები, რომელიც სპეციალურ მუსიკალურ პროგრამას მოიცავს.
ბათუმის ბულვარში საკმაოდ დიდი სივრცეა იმისათვის, რომ სავალი ნაწილი არ გადაიკეტოს და არც სხვა არსებულ ატრაქციას შეეშალოს ხელი.


მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ქალაქის სტუმარს, ნუ აჰყვებიან მსგავს პროვოკაციებს და დაეწრონ 15 ივლისიდან ბათუმის ბულვარში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გამართულ ქართული ცეკვისა და სიმღერის უფასო კონცერტებს, რომლებიც სწორედ ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება”, – ნათქვამია ბულვარის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო, რომელმაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g