კანადამ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ფარგლებში, ახალი ინიციატივა შეიმუშავა – ადგილობრივი ექიმები შეძლებენ, პაციენტს ეროვნულ პარკებში უფასო ვიზიტი გამოუწერონ.
ქვეყანაში ჩატარდა კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ბუნებაში კვირაში მხოლოდ ორი საათის გატარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. კანადაში კი ეს გახდება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მკურნალობის სახელმწიფო გეგმის ნაწილი.
Parks Canada, სააგენტო, რომელიც მართავს ქვეყნის 38 ეროვნულ პარკს და 10 ნაკრძალს, დარეგისტრირებულ ჯანდაცვის პროფესიონალებს მისცემს საშუალებას, პაციენტებს უფასო წლიური საშვი გამოუწერონ. “ეს დიდი საქმეა“, – აცხადებენ ადგილობრივი ექიმები და მიიჩნევენ, რომ ადამიანებს უფრო მეტი წვდომა უნდა ჰქონდეთ ბუნებასთან და ბარიერები არ უნდა ექმნებოდეთ.
აღსანიშნავია, რომ კანადაში ე.წ „ბუნების რეცეპტის პროგრამა“, სავარაუდოდ, გავრცელდება ყველა პროვინციასა და ტერიტორიაზე 2022 წლის ბოლომდე.