მე ვიქნები მკაცრი, მათ შორის ჩემ ამერიკელ მეგობრებთან. გაიხსენეთ ბუქარესტი, NATO-ს სამიტი – ჩვენ შეცდომა დავუშვით,- განცხადება ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, “ატლანტიკური საბჭოს” ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე ჩართვისას გააკეთა.
ჟიგიმანტას პავილიონისი მიიჩნევს, რომ ახლა ამ შეცდომის გამოსწორებისთვის კარგი დროა:
“ჩვენ არა, მაგრამ ჩვენ მოვუსმინეთ პუტინს, ზოგ ევროპელ მეგობარს, რომლებიც ბლოკავდნენ მაპ-ს საქართველოსა და უკრაინისთვის. ახლა ჩვენ ყველანი ვიხდით ფასს. მე ყურადღებით ვუსმენდი ბლინკენს, როდესაც ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იცავდა მაპს საქართველოსთვის. ამიტომ, თუ ვსწავლობთ შეცდომებზე 12 თუ 13 წლის შემდეგ, დაე, გამოვასწოროთ ისინი. დაე, ყველამ ვიბრძოლოთ NATO-სა და ევროკავშირის წევრობისთვის”.- განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.