LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჭულაძე: კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მოქალაქეებმა ჯარს თავი მექანიკურად აარიდონ – წელს მხოლოდ 1 ორგანიზაციიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი 12 000-მა ადამიანმა აარიდა 

152
თავდაცვის მინისტრი ჯარში

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა თავდაცვის ახალ კოდექსზე, რომელშიც წვევამდელთა სისტემისა და რეზერვის მოდერნიზაციაზე უწყებამ დიდი ძალისხმევა გასწია.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რეფორმირების შემდეგ მოქალაქეებს აღარ მიეცემათ საშუალება, მარტივად აარიდონ თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურს, რადგან მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ჯარი საზოგადოებაში პოპულარულია, მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით, წელს სავალდებულო სამსახურს, თავი 12 000-მა ადამიანმა აარიდა.

„სამწუხაროდ, დღეს ბევრი ლეგალური საშუალებაა, რომ ადამიანმა თავი აარიდოს ჯარს. არც მინდა დავასახელო ორგანიზაციის სახელი, მაგრამ მარტო ამ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით, წელს 12 000-მა ადამიანმა აარიდა ჯარს თავი. ეს, რა თქმა უნდა, სხვა რისკებთან და საფრთხეებისგან არის დაკავშირებული.

ჯუანშერ ბურჭულაძე: „2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით იზრდება“

„ჩვენ არ აგვირჩევია ისეთი სტრატეგია, რომ ომის ბიუჯეტზე გადავეწყოთ, რაც გამოიწვევდა სხვა ხარჯების შემცირებას და ზეგავლენას მოახდენდა პენსიონერებზე, დაზღვევასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.“– აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ეს ხალხი ფაქტობრივად, შეიძლება, იყოს მართული რაღაც ძალის მიერ, რომელიც შეიძლება, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ამაზეც დავხარჯეთ ძალისხმევა და ვფიქრობ, ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ ასე მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა სავალდებულო სამსახურს.

თუმცა ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, რომ პოტენციურად რამდენი ადამიანიც შეიძლება იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, დღეს ყველა გავიწვიოთ. ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში, ამ ეტაპზე ამის არც საჭიროება დგას, თუმცა უსამართლობას მაქსიმალურად შევამცირებთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყებამ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და შესაბამისად, გაწვევის სისტემის რეფორმირება ამის საფუძველზე მოხდება. შეიცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებიც და ის შეიძლება იყოს 6, 8 ან 11 თვე ან უფრო დიდ პერიოდზე გადანაწილდეს.

„ჩვენ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი ავიღეთ, ბალტიისპირეთის ქვეყნების, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილებაა აქვთ და შეიძლება, მარტივად ინტეგრირდეს ჩვენთან, თავისი ყველა ასპექტის გათვალისწინებით, ავიღეთ ფინური მაგალითი და შვეიცარიის მაგალითი.

შეიძლება, გარკვეულწილად, ამის ჰიბრიდი გავაკეთოთ, ჩვენი მენტალიტეტის, არსებული მდგომარეობისა და მატერიალური საშუალებების გათვალისწინებით, მაგრამ ამ ძალისხმევას ძალიან მაღალი შედეგი მოჰყვა და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ მივიღოთ ეს დოკუმენტი საკანონმდებლო დონეზე, რითაც, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი ათი-ოცი წელი საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს.“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებებს ვრცლად წაიკითხავთ:

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული საფრთხეები და ის ნაბიჯებიც, რაც შეიძლება კონკრეტულ მომენტში იყოს გადასადგამი“

ჯუანშერ ბურჭულაძე: თუ რაიმე ძვირფასი საკვებია დღეს ქვეყანაში, ამით იკვებება ჩვენი ჯარი – ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა და ეს იქნება განგრძობითი 

 

magti 5g