LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული საფრთხეები და ის ნაბიჯებიც, რაც შეიძლება კონკრეტულ მომენტში იყოს გადასადგამი“

58
ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტროში პარტნიორებთან ერთად, სამი ძირითადი დოკუმენტია შემუშავებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთ-ერთი მათგანი გრძელვადიან პერიოდზე, გრძელვადიან სტრატეგიაზეა პასუხისმგებელი და მასში უწყების ხედვა 2030 წლამდეა გაწერილი.

ბურჭულაძის თქმით, შემუშავებულია საშუალოვადიანი სტრატეგია. ასევე, არსებობს მიმდინარე სამართლებრივი აქტებით დასარეგულირებელი სტრატეგია, რომელიც მიმდინარე რეალობასთან ადაპტირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ თავდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე თავდაცვის სამინისტროს ხედვასა და სამინისტროს კონცეპტუალურ დოკუმენტებზე ისაუბრა, სადაც გათვალისწინებულია საფრთხეები და რეგიონის ცვალებადი გარემო.

თავდაცვის მინისტრი: ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე

„ასე შეიძლება დარეგულირდეს ის ცვალებადი საფრთხეები და გარემო, რაც გვაქვს“, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ სტრატეგია აწყობილია იმ საფრთხესა და რისკებზე, რაც დღეს უკრაინას აქვს.

მისი თქმით: „ჩვენც ამ რისკის წინაშე ვიყავით და ამის გააზრებაზეა აწყობილი ჩვენი სტრატეგია. გაცვლილიც გვაქვს ეს ინფორმაცია. უკრაინასაც ზუსტად ამ საფრთხეზე ჰქონდა აწყობილი სტრატეგია. ასე რომ, ჩვენ ეს კარგად გააზრებული გვაქვს და ის ნაბიჯებიც, რაც შეიძლება იყოს გადასადგამი კონკრეტულ მომენტში ესეც გააზრებული გვაქვს“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დღევანდელი გამოწვევების ფონზე კონვენციური და არაკონვენციური ომის წარმოებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების სტრატეგიაში მთავარი აქცენტი ტოტალურ თავდაცვაზეა გაკეთებული.

ჯუანშერ ბურჭულაძე: თუ რაიმე ძვირფასი საკვებია დღეს ქვეყანაში, ამით იკვებება ჩვენი ჯარი – ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა და ეს იქნება განგრძობითი 

„ზოგადად, კლასიკურად, ტოტალური თავდაცვა განიხილება როგორც არაკონვენციური ან შერეული კონვენციური და არაკონვენციური ომის სინთეზური ომის წარმოება. ასევე, კიბერუსაფრთხოება და კიბერსაფრთხეები, რაც დრო გადის უკვე კონვენციური ომის ნაწილი ხდება. მით უმეტეს ისეთ შემთხვევებში, როცა ერთი მხარე არსებითად აღემატება მეორე მხარეს.“ – განმარტა მინისტრმა და მაგალითად უკრაინაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა მოიყვანა.

magti 5g