LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუწაშვილი: პროგნოზი თებერვლის შემდეგ უკეთესია, თუ ახალი, უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა

393
Untitled design - 2022-01-19T173708.164

დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში 8 728 ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიის დაწყებიდან ასეთი მაღალი მაჩვენებელი საქართველოში არ დაფიქსირებულა.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევები რეალურად უფრო მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკა ასახავს.

„ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო აღმავლობას ალბათ თებერვლის დასაწყისამდე. თებერვლის შემდეგ წესით პროგნოზი უკეთესია, თუ ახალი, უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა, რისი გარკვეული შანსებიც სამწუხაროდ არსებობს.

ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში რეკომენდაციაა იზოლაცია. თუ ოჯახის ერთ წევრს დაუდასტურდა, ზოგიერთი ადამიანი ტესტირებას აღარ იტარებს. ეს ხალხი სტატისტიკის მიღმა რჩება და ცხადია, კიდევ უფრო მეტია შემთხვევაა ვიდრე რეალურად არის დადასტურებული.

აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა. არ შეცვლილა წესები, მთავარია ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება, იმიტომ რომ ეს ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

magti 5g