LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BYD ბლოგერის 700 ათასი დოლარით დაჯარიმებას აპირებს და აი რატომ

109
BYD ბლოგერის 700 ათასი დოლარით დაჯარიმებას აპირებს

BYD-ს სურს, რომ ბლოგერმა მას 700 ათასი დოლარი გადაუხადოს. საქმე ისაა, რომ ნოემბრის ბოლოს იაო მუციანმა ყველგანმავალი Leopard 5 დატესტა და განაცხადა რომ საწვავის საშუალო მოხმარება საპასპორტო მონაცემებზე საგრძნობლად მაღალია: 18 ლიტრი 100 კილომეტრზე, ნაცვლად დაანონსებული 1,81-7,8 ლიტრისა. ფირმა BYD ბლოგერს არ დაეთანხმა, ის საშიშ მართვაში დაადანაშაულა და ბოდიშთან ერთად კომპენსაციაც მოითხოვა.

ავტო გიგანტის იურისტთა თქმით, ტესტირების დროს ავტომობილი ცვალებადი რიტმით და სიჩქარის სერიოზული გადაჭარბებით მოძრაობდა. ყველგანმავალმა სამჯერ 180 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე, 6-ჯერ – 170 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, ხოლო 83%-ში სიჩქარეებს შორის დისტანცია 120-დან 160 კმ/სთ-მდე იყო. ვიდეო განხილვის ჩანაწერი ბლოგერმა პოლიციას უკვე გადასცა.

BYD თვლის, რომ საწვავის მოხმარების შესახებ ინფორმაცია ყალბია და კომპანიის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები