LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიელმა იუველირებმა ჩინური Denza Z9 GT ძვირფასი ქვებით გააფორმეს

103
1428x1428

ჩინურმა ავტო კონცერნმა BYD-მ კანის კინოფესტივალზე განსაკუთრებული ვერსიის Denza Z9 GT წარადგინა, რომელიც შვეიცარიულმა საიუველირო და საათების სახლმა Chopard-მა შექმნა.

მდიდრულად გაფორმებული ელექტრო ჰეტჩბეკის ინტერიერში აქტიურად გამოიყენეს ძვირფასი ქვები – სპეციალურად დამუშავებული ამეთვისტოებით დამზადებულია ცენტრალური კონსოლის რეგულატორები, სავარძლების ელექტრონული მართვის ღილაკები და ცენტრალური ეკრანის ჩარჩოს დეკორი.

პროექტის ავტორების თქმით, ასეთი გადაწყვეტა ავტომობილის როგორც ვიზუალურ, ისე ტაქტილურ პრემიუმ-ხასიათს უსვამს ხაზს. სალონი ასევე გაფორმებულია ძვირად ღირებული მასალებითა და Chopard-ის ლოგოებით.

განსაკუთრებული Denza Z9 GT-სთვის Chopard-მა ორი ექსკლუზიური მაჯის საათიც შექმნა – მამაკაცისა და ქალის ვერსიები. ისინი ვარდისფერი ოქროსგანაა დამზადებული, ბრილიანტებით არის მოპირკეთებული და დიზაინში Denza-ს ელემენტებსაც იმეორებს.

საგამოფენო ავტომობილი დამატებით აღჭურვეს ხელით შეკერილი სამგზავრო ჩანთების ნაკრებით, რომელიც კომპანია Shiro-მ სპეციალურად ამ მოდელისთვის შექმნა.

BYD-ს ჯერჯერობით არ დაუზუსტებია, გამოვა თუ არა Chopard-ის მიერ გაფორმებული Denza Z9 GT შეზღუდული სერიის სახით გაყიდვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები