LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება – სახალხო პლატფორმა

669
დავით-დამენია

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით დამენიამ ისაუბრა.

რას ითვალისწინებს კონტროლის გამკაცრება ბზის მოჭრაზე?

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე ვრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.

საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 2000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

როგორ უნდა მოიპოვოს მოსახლეობამ ბზა?

ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი უწყება:  ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ შესაბამისი ორგანოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g