LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები უფასო იქნება

161
kvleva

ყველა დიაგნოსტიკური კვლევა, რაც C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისთვისაა საჭირო, სრულიად უფასო გახდა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეებს ამ დრომდე ასეთი ტიპის კვლევებისთვის 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ.

ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მოახდენს ც ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ მასში პერიოდულად ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს. ერთ-ერთი ცვლილება გახლავთ ის, რომ მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სერვისიც გახდეს უფასო,“-აცხადებს ბახტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები