ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა.
მეწყერმა ლაილაში-ღუს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩახერგა.
ამ ეტაპზე გარესამყაროს 10 ოჯახია მოწყვეტილი.
ჯერჯერობით, ვერ ხერხდება გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოს დაწყება.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ჩავლენ 10 ოჯახთან და სურსათსა და ჰიგიენურ საშუალებებს გადასცემენ.