LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ხეხილის ბაღების გაშენება იგეგმება

99

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების ადგილობრივი და უცხოური ჯიშების გაშენება იგეგმება.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, არსებულ საცდელ ნაკვეთებზე რეგიონისათვის ადაპტირებული ჯიშები მიმდინარე წლის შემოდგომიდან გაშენდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აღნიშნულ სოფლებში ერთწლოვანი კულტურების (ქერი, სიმინდი, სოია, კარტოფილი და სხვ) ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ჯიშებზე სტაციონალურ ცდებს ატარებს.

”ქერის კულტურა სვანეთში უძველესი დროიდანაა გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ სვანეთში ქერი მოკლე სავეგეტაციო პერიოდით ხასიათდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია. მოკლე სავეგეტაციო პერიოდით ხასიათდება სიმინდის ადგილობრივი ჯიშიც, ე.წ. „შვიდკვირიანი“, რომელიც სვანეთის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში მარცვლის მაღალ და ხარისხიან მოსავალს იძლევა”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, სვანეთის მაღალმთიანი რეგიონისთვის  კარტოფილის კულტურის მოყვანაც უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყვის ბაზაზე,  ტექნოლოგიური სქემების სრული დაცვით  ორი ადგილობრივი და  ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი კარტოფილის ჯიშის შესწავლა მმიმდინარეობს. ნიადაგის შესწავლის მიზნით, კომპლექსურ სამუშაოებს  ამავე ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g