LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცალმხრივი სიყვარულის ამბავია, ახლა სცენაზე დამინახავს, როგორ ვმღერი“ – ნატალია ნაყოფია პრემიერით „ფორტუნა პლუსში“

169
ნატალია ნაყოფია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „უსმინე ახალს“ სტუმარია  მომღერალი ნატალია ნაყოფია. ნატალიამ ახალი სიმღერა „გაბრძანდი“ ჩაწერა, რომლის პრემიერაც „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა.

პოდკასტი

რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი?

ძალიან აქტიური პერიოდი მაქვს, ბევრი აქტივობები მელოდება. ვწერ ახალ მუსიკას. დღეს ჩაწერა მქონდა, ძალიან საინტერესო იყო, კარგი დრო გავატარე.

შენ რამდენიმე თვის წინ პირველი სოლო კონცერტი გქონდა…

კულისებიდან რომ გამოვედი, ისეთი ენერგია დამხვდა… საოცარი, არადა ვღელავდი, რომ პუბლიკა არ მიმიღებდა, არ იქნებოდა ბევრი ადამიანი. უზარმაზარი მხარდაჭერა ვიგრძენი და მომეშვა, დიდი სიამოვნება მივიღე სცენაზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ საოცარი გუნდი მყავს. უდიდესი კომფორტი შემიქმნეს. სხვათა შორის, ნინი ბრეგვაძეც იყო. ძალიან გემოვნებიანი მომღერალია და ძალიან ვგულშემატკივრობ, მგონია რომ გაიმარჯვებს.

ახლა სიმღერაზე გვესაუბრე, რომლის სახელწოდებაა „გაბრძანდი“, 

ეს სიმღერა დაიწერა 16 წლის ასაკში. პირველი გულგატეხილობიდან გამომდინარე დაიწერა, ცალმხრივი სიყვარულის ამბავია, ახლა სცენაზე დამინახავს როგორ ვმღერი. ძალიან მომწონდა ეს სიმღერა, შემდეგ ცხადია შეიცვალა, თუმცა, პირველადი ემოცია დარჩა ხელუხლებელი.

გეგმებზე გვესაუბრე…

თებერვალში ძალიან მინდა კიდევ ერთი სოლო კონცერტის გამართვა. დიდი გეგმები მაქვს წინ და ამას აუცილებლად გაგაგებინებთ.

ნატალია ნაყოფია კრიტიკასა და მუსიკალურ გადაწყვეტილებებზე: „ვიღაცას გულზე მოხვდა და არ მოეწონა, ვიღაცას მოეწონა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები