მომღერალმა პარიზის მოდის კვირეულზე იისფერი ტყავის კაბა, ჩვეული გულახდილობით მოირგო. ღრმა დეკოლტე და იგივე ფერის მაღალი ჩექმა ლუქს კიდევ უფრო პიკანტურს ხდიდა.
ტომ ბრაუნის ჩვენებას ვარსკვლავი ანა ვინტურთან ერთად ადევნებდა თვალს. შემდეგ კი იტალიურ რესტორანში ივახშმა. დღის ბოლოს რეპერმა ფოტოები ინსტაგრამზე განათავსა.
შეგახსენებთ, Cardi B ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ქალი რეპერია, 2018 წელს კი შეყვანილ იქნა „100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში.”