LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცდილობენ დააგროვონ საკმარისი რაკეტები“ – პოდოლიაკმა 24 თებერვლისთვის რუსეთიდან მოსალოდნელ მასობრივ შეტევაზე ისაუბრა

143
მიხაილო პოდოლიაკი

„რუსული ჯარები ცდილობენ დააგროვონ საკმარისი რაკეტები, რომლებსაც მასობრივი სამ ტალღოვანი შეტევისთვის იყენებენ“, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ომიდან 1 წლის თავზე, რუსეთი მასობრივ შეტევას გეგმავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს უკრაინასა და ევროპას შორის ბერლინის კედლის აშენება სურს

ამ განცხადებით უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს მიმართა.

„24 თებერვალს შეეცდებიან დააგროვონ რაკეტების ის მოცულობა, რომელსაც ყოველთვის იყენებენ მასობრივი სამტალღოვანი კასკადისთვის და შეეცდებიან, აჩვენონ, რომ ჯერ კიდევ აქვთ „დენთი კასრში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ამ თემაზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმაც ისაუბრა და თქვა, რომ 24 თებერვალს კი სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთვის რუსები ბახმუტზე კონტროლის აღებას შეეცდებიან.

გენერალი მარკ მილი: უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

 

magti 5g