აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის მიაჩნია, რომ ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.
“რუსებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უკრაინის განადგურება შეძლოს. ეს უბრალოდ არ მოხდება. ასევე, წელს უკრაინისთვის ძალიან, ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ყოველი ინჩიდან რუსების გაძევება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს უჩვეულოდ რთულია“, – აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.
ცნობისთვის, მარკ მილიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად წააგო და უზარმაზარ ფასს იხდის ბრძოლის ველზე.
პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს – იენს სტოლტენბერგი