LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს – იენს სტოლტენბერგი

140
იენს-სტოლტენბერგი-1

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, „ვლადიმერ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს“. მისი თქმით, „ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე პუტინი ახალ შეტევებს იწყებს და მიზანში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას“.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უნდა განაგრძონ უკრაინის სწრაფად უზრუნველყოფა იარაღითა და საბრძოლო მასალებით.

„უკრაინაში სასტიკი შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტი პუტინი არავითარ ნიშანს არ აჩვენებს, რომ მშვიდობისთვის ემზადება. პირიქით, ის იწყებს ახალ შეტევებს და მიზანში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს. ამისთვის ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის სწრაფად უზრუნველყოფა იმ იარაღითა და საბრძოლო მასალებით, რომლებიც მათ სჭირდებათ, რათა დაიბრუნონ ტერიტორიები და გაიმარჯვონ, როგორც სუვერენულმა ერმა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები