LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პასუხი უსასტიკესი იქნება და ომი მიიღებს სულ სხვა ხასიათს“ – ლუკაშენკომ უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის ჩართვის წინაპირობებზე ისაუბრა

230
ალესანდრ ლუკაშენკო

„მზად ვარ რუსებთან ერთად, ბელარუსის ტერიტორიიდან ვიომო ჯერჯერობით ერთადერთ შემთხვევაში – თუ იქიდან თუნდაც ერთი ჯარისკაცი მოვა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის მოსაკლავად, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი უსასტიკესი იქნება და ომი მიიღებს სულ სხვა ხასიათს“, – ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო მედიასთან ქვეყნის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა და თქვა, რომ ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა მეზობლებსაც.

სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ლუკაშენკომ დღეს, მინსკში ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და ყველაფერი, რაც ხდება, რუსეთის ინტერესების და უკრაინაში მცხოვრები რუსების დაცვაა.

უკრაინასთან ომში ბელარუსის ჩართვის შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვის საპასუხოდ კი, ბელარუსის ავტორიტარმა პრეზიდენტმა თქვა:

ლუკაშენკო: პუტინთან საზღვარზე ძალების განთავსებაზე შევთანხმდი 

დასავლეთ საზღვარში, ბელორუსის ლიდერი სავარაუდოდ, ბელარუსი-პოლონეთის სახელმწიფო საზღვარს გულისხმობს.

„უკრაინის ხელისუფლებამ თავად მოახდინა რუსეთის „ოპერაციის“ პროვოცირება სხვადასხვა ქმედებით, მათ შორის „მინსკის შეთანხმებაზე“ უარით“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

როგორც მანვე აღნიშნა, რუსეთთან უკრაინის შეთანხმების შემთხვევაში, ომი არ იქნებოდა. ბელარუსის პრეზიდენტის აზრით, უკრაინა იყო „მხოლოდ საბაბი ომის გასაჩაღებლად“, რომელიც დასავლეთს სურდა და მისი ინტერესია „პოლონელების ხელით უკრაინის დანაწევრება.“

მანვე ისაუბრა სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზეც, რისთვისაც, ლუკაშენკოს აზრით, ევროპა მზად არის, მაგრამ ამერიკელებმა ევროპა „ჩააყენეს პოზაში და იმას უკეთებენ, რაც უნდათ.“

პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს – იენს სტოლტენბერგი

გარდა ამისა, საჯარო შეხვედრაზე ალექსანდრ ლუკაშენკომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პუტინთან შესახვედრად მინსკში მიიწვია.

„სურვილი თუ აქვს, გადაეცით, ჩვენ მზად ვართ, მინსკში მივიღოთ და სერიოზულად ველაპარაკოთ, თუ მას სურს მშვიდობა უკრაინაში. პუტინიც კი ჩამოფრინდება მინსკში და შევხვდებით ორი აგრესორი და მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი. რატომაც არა?

ომის დასრულება თუ სურს, მაშინ ბაიდენი პოლონეთიდან აქ ჩამოვიდეს. მე თვითმფრინავს გავუგზავნი, თუ საჭიროა, „ბოინგს“ და ვუმასპინძლებთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ჩამოვა, დავსხდებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ.“ – განაცხადა ლუკაშენკომ.

სპეცოპერაციაში ვმონაწილეობთ, მაგრამ არავის ვკლავთ – ლუკაშენკო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები