LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ცეკვავენ ვარსკვლავები”-ს მთავარი მსაჯი ხოაკინ კორტესი იქნება

3649
BeFunky-collage

ცნობილი საცეკვაო შოუ „იმედზე“  ხვალ, 11 ნოემბერს ახალი სეზონით ბრუნდება. მეცხრე სეზონის მონაწილეების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

თუმცა, ცნობილი ხდება ვინ შეაფასებს ამ სეზონის მონაწილეებს. ცოტა ხნის წინ, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ, სოციალურ ქსელში ფლამენკოს მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ანრი წერს, საცეკვაო შოუს მთავარი მსაჯი ხოაკინ კორტესი იქნება.

https://www.instagram.com/p/B4sjidKh3NP/?igshid=4ym3wkfc5ti1&fbclid=IwAR3AYSf-6KQx99QV_5Bd1N8zJjsBQbrKnz1nrtCQRfFO4ohOtMi1aBTrSaQ

შოუმდე რამდენიმე დღით ადრე შევიტყვეთ, რომ მისი წამყვანები ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი იქნებიან, რომლებსაც შოუ მანამდეც არაერთხელ წაუყვანიათ.

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წყვილებს ცნობილი მოცეკვავეები და ცნობილი სახეები ქმნიან.

რაც შეეხება ხოაკინ კორტეს, ფლამენკოს მსოფლიო ვარსკვლავი საქართველოს 2012 წელს ესტუმრა და ბათუმის პიაცაზე გამართა წარმოდგენა. პირველად კორტესი საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდა და კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები