LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია გარდაიცვალა

3753
რსჰრეჰ

17 აგ­ვის­ტოს, 51 წლის ასაკ­ში, CENN-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ნანა ჯა­ნა­შია ტრაგიკულად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა.

„ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა“, – ამ­ბობს რა­დიო „თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ნანას ოჯახის ახლობელი.

ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა.

25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.

mazda magti 5g