LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიწირა მეხმა ნანა ჯანაშია დომინიკის რესპუბლიკაში: „პლაჟზე მოხდა ეს საშინელება, მეუღლე და შვილიც იქვე ყოფილან…“

1870
ნანა-ჯანაშია

გარემოს დამცველი ნანა ჯანაშია დომენიკის რესპუბლიკაში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არასამთავრობო ორგანიზაცია CENN0ის დამფუძნებელი იქ დასასვენებლად ქმარ-შვილთან ერთად იმყოფებოდა. სანაპიროზე მყოფს მეხმა დაკრა და ადგილზე გარდაიცვალა…

ჟურნალ „სარკეს“ შემთხვევის შესახებ მისი მეგობარი, თეა ბარბაქაძე უამბობს:

„როგორც გვიყვებიან, ეს საშინელება პლაჟზე მოხდა. მეუღლე და შვილიც იქ ყოფილან. ასევე ოჯახის მეგობრები. მერე ქმარიც ცუდად გამხდარა. არ ვიცი, საიდან იპოვა ნანა იმ ელვამ… ის ადგილი რაღაცნაირი ელექტრომაგნიტური ყოფილა. არც წვიმდა. უცებ ჭექა-ქუხილი ამტყდარა და ელვა გავარდა. ელვა ხომ წვიმის გარეშეც არის?! როგორც საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები წერდნენ, წინა დღეებშიც მომხდარა მსგავსი შემთხვევა. თურმე დამსვენებლებს მუდმივად აფრთხილებდნენ, ჭექა-ქუხილის შემთხვევაში თავი სადმე შეეფარებინათ…

როგორც მითხრეს, მეუღლემ გაუწია პირველადი დახმარება. მერე კი სასწრაფოც მისულა, მაგრამ ვეღარაფერი გაუკეთებიათ…

მეუღლე შვეიცარიელი ჰყავს და უნდა, იქ დაკრძალოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები