LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთხელ ახალგაზრდებმა ჰკითხეს: „რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?“ – მან კი ჩვეული ღიმილით უპასუხა..“ – რას წერს კოლეგა ტრაგიკულად დაღუპულ ნანა ჯანაშიაზე

1746
Untitled design (1)

CENN-ის აღმასრულებელ დირექტორს, ნანა ჯანაშიას, რომელიც 51 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა, მისი მეგობრები და კოლეგები ემოციურად ემშვიდობებიან.

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია გარდაიცვალა

ნანა ჯანაშიას შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს მისი კოლეგა, CENN-ის პროექტების კოორდინატორი ქვემო და შიდა ქართლში, მარიკო წიქორიძე:

„ძალიან ბევრი მირეკავს და კიდევ უფრო მეტი მწერს – მადლობა, მეგობრებო და ბოდიშს გიხდით, რომ ყველას ვერ გპასუხობთ, შოკირებულები ვართ ყველა.

არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო, მაგრამ ვიცი, რომ არ უნდა გავჩერდე და კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელო. ისე, როგორც ნანას მოეწონებოდა.

ის ყოველთვის მაძლევდა ძალას საქმის საუკეთესოდ კეთებისთვის. ლეონმა შემარქვა ძლიერი ქალი „strong women“ და ნანა ხშირად იღიმოდა ამაზე, თუმცა ეს იყო შემართებაც.

ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას, თანადგომას და ნდობას: „შენნაირი ძლიერი ქალები გვჭირდება ყველგან“, – ამბობდა და მრჩებოდა განცდა, რომ იმაზე მეტად სჯეროდა ჩემი, ვიდრე მე საკუთარი თავის.

ერთხელ ახალგაზრდებმა შეხვედრაზე ჰკითხეს: „რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?“ – მან კი ჩვეული ღიმილით უპასუხა: „არ არსებობს წარმატების ფორმულა, არსებობს მიზანი და დაუღალავი შრომა“.

ასეთი იყო, უზომოდ პოზიტიური, სამართლიანი, ყურადღებიანი, უბრალო, საოცრად ფერადი და თითქოს ყოვლისშემძლე. ყოველი საქმიანი სირთულის ბოლოს იყო ნათელი წერტილი – ნანა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ახლა იქიდან გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას.

ძალიან მიყვარხარ და უამრავი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან ბევრი დამგროვებია ამ 15 წლის მანძილზე, ვერ მოვასწარი მეთქვა ყველა ერთად, გულწრფელად და ღიად. დროებით“, – წერს მარიკო წიქორიძე სოციალურ ქსელში.

 

ძალიან ბევრი მირეკავს და კიდევ უფრო მეტი მწერს-მადლობა მეგობრებო და ბოდიშს გიხდით, რომ ყველას ვერ გპასუხობთ,…

Posted by მარიკო წიქორიძე on კვირა, 20 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, ნანა ჯანაშია 17 აგვისტოს, დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში, სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა.

ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.

„შენნაირი ადამიანები უბრალოდ არ კვდებიან!“, „ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგა გარემოზე მზრუნველმა საზოგადოებამ“ – ტრაგიკულად დაღუპულ ნანა ჯანაშიას მეგობრები ემშვიდობებიან

„სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა, ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება უკეთესი მსოფლიოსთვის იღწვოდა” – CENN-ი ნანა ჯანაშიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნანა ჯანაშიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები