LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა, ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება უკეთესი მსოფლიოსთვის იღწვოდა” – CENN-ი ნანა ჯანაშიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2344
369462609_699932335508183_7960323435454105925_n

17 აგ­ვის­ტოს, 51 წლის ასაკ­ში, CENN-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ნანა ჯა­ნა­შია ტრაგიკულად დაიღუპა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა.

„მწუხარებით მოგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა. ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდნენ.

ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება უკეთესი მსოფლიოსთვის იღწვოდა. ნანა ჯანაშიამ CENN 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და წვლილი შეიტანა მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.

ნანას დარჩა ვაჟი, ლეონი და ქმარი, ლორანი. ნანას გარდაცვალებიდან მალევე ლეონმა ცაში დიდი ცისარტყელა დაინახა და თქვა, რომ „ნანიკო გვეუბნება, რომ ის სამოთხეშია“, საღამოს კი ცაში მისი ვარსკვლავისკენ მიანიშნა. დაე, მისი შუქი ყოველთვის ანათებდეს, როგორც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.
ვუსამძიმრებთ ყველას ამ უდიდეს დანაკლისს”, – ვკითხულობთ ტექსტში.

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია გარდაიცვალა

„შენნაირი ადამიანები უბრალოდ არ კვდებიან!“, „ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგა გარემოზე მზრუნველმა საზოგადოებამ“ – ტრაგიკულად დაღუპულ ნანა ჯანაშიას მეგობრები ემშვიდობებიან

პოპულარულები