LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენნაირი ადამიანები უბრალოდ არ კვდებიან!“, „ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგა გარემოზე მზრუნველმა საზოგადოებამ“ – ტრაგიკულად დაღუპულ ნანა ჯანაშიას მეგობრები ემშვიდობებიან

2076
fot (2)

17 აგ­ვის­ტოს, 51 წლის ასაკ­ში, CENN-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ნანა ჯა­ნა­შია ტრაგიკულად დაიღუპა.

„ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა“, – ამ­ბობს რა­დიო „თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ნანას ჯანაშიას ოჯახის ახლობელი.

ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.

ნანა ჯანაშიას ტრაგიკულად გარდაცვალებას არაერთი ადამიანი, მისი კოლეგები, მეგობრები, ეხმაურებიან სოციალურ ქსელში და გამოთქმულ მწუხარებასთან ერთად, ხაზს უსვამენ, როგორი განუზომელი იყო ნანა ჯანაშიას ღვაწლი ქვეყნის წინაშე.

გოგა ჩანადირი:

„ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგა გარემოზე მზრუნველმა საზოგადოებამ.

გარდაიცვალა ნანა ჯანაშია, კავ­კა­სი­ის გარე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსე­ლის (CENN) დამფუძნებელი. ერთ-ერთი პირველი აქტივისტი გარემოადაცვით საკითხებში.

ნანა დომინიკაში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. მეხის შედეგად გარდაიცვალა.

 

ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგა გარემოზე მზრუნველმა საზოგადოებამ.
გარდაიცვალა ნანა ჯანაშია, კავ­კა­სი­ის…

Posted by გოგა ჩანადირი on Saturday, 19 August 2023

 

ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, გარემოს დამცველებს.

გული დამწყდა…“

 

ლევან სებისკვერაძე:

„ვერასოდეს დავიჯერებ რომ შენ შეიძლება ცოცხალი არ იყო ნანა. შენნაირი ადამიანები უბრალოდ არ კვდებიან! ყველაზე მაგარო ადამიანო ვისაც კი შევხვედრივარ.

ყველაზე სწორი, ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ქართული და შესაბამისად ევროპული ღირებულებების მატარებელო

მადლობა რომ იყავი და მადლობა რომ მქონდა ბედნიერება შენთან მეთანამშრომლა და მემეგობრა.

ზოგი ასი წელი ცოცხლობს და იმის მეასედ სიყვარულს და სიკეთეს ვერ ტოვებს, რაც შენ ასეთი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე შეძელი!

 

ვერასოდეს დავიჯერებ რომ შენ შეიძლება ცოცხალი არ იყო ნანა. შენნაირი ადამიანები უბრალოდ არ კვდებიან! 🙁

ყველაზე მაგარო…

Posted by Levan Sebiskveradze on Saturday, 19 August 2023

 

მიუხედავად იმისა, რომ იმქვეყნიური ამბების არც შენ, არც მე და არც ჩვენს საყვარელ ჭიჭიკო ჯანელიძეს არ გვჯეროდა, საბოლოოდ მაინც იმქვეყნად შევხვდებით!“

ეკა კვესიტაძე:

„ჩემი ნანიკო .. არაფრის დაწერა არ შემიძლია“

 

 

ჩემი ნანიკო ???? არაფრის დაწერა არ შემიძლია

Posted by Eka Kvesitadze on Saturday, 19 August 2023

 

თამარ ჩერგოლეიშვილი:

„ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი ქართველი გარემოსდამცველი გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ ნანა ჯანაშიას ოჯახს“

 

ნინა ბერაძე:

„სრულიად არათავსებადია ნანა და გარდაცვალება… მშვიდობით განისვენე სიცოცხლით სავსე, ფერადო და მუდამ ღიმილიანო Nana Janashia

2005 წელს CENN-ში, მის დაფუძნებულ და შვილივით გამოზრდილ ორგანიზაციაში სულ სხვა პოზიციაზე მისულს კომუნიკაციის საკითხების გაძღოლა შემომთავაზა.

მალევე „მილენიუმში“ გადავედი, თუმცა, ამ პროფესიაში ჩემი პირველი ნაბიჯები ნანას დამსახურებაა და ამ სფეროში ვარ აგერ უკვე 17 წელია… როგორ მენანები, ნან!“

 

ნინო ზამბახიძე:

„სიტყვები არ მყოფნის, ბრჭყვიალა ნანა, ფერი იცვალა ალბათ სხვა რა უნდა ვთქვა არ ვიცი“

 

სიტყვები არ მყოფნის ? ბრჭყვიალა ნანა ❤️ფერი იცვალა ალბათ სხვა რა უნდა ვთქვა არ ვიცი ?

Posted by Nino Zambakhidze on Saturday, 19 August 2023

 

ანდრო ბარნოვი:

„წარმოდგენა არ მაქვს, რა ვთქვა ახლა ნანაზე. მარტო იმიტომ ვწერ, რომ კარგ მეგობარზე და საუკეთესო ადამიანზე საჯაროდ გამოვთქვა ძალიან დიდი წუხილი “

 

წარმოდგენა არ მაქვს, რა ვთქვა ახლა ნანაზე. მარტო იმიტომ ვწერ, რომ კარგ მეგობარზე და საუკეთესო ადამიანზე საჯაროდ გამოვთქვა ძალიან დიდი წუხილი 🙁 RIP Nana Janashia ??????

Posted by Andro Barnovi on Saturday, 19 August 2023

 

კახაბერ სუხიტაშვილი:

„მეტის არც დაწერა შემიძლია და არც თქმა. ადამიანი რომელთანაც 20 წელი ვმეგობრობ და 18 წელი ვმუშაობ, საერთო ხედვები, იდეები და გეგმები გვაქვს, აღარ არის. Nana Janashia

 

მეტის არც დაწერა შემიძლია და არც თქმა. ადამიანი რომელთანაც 20 წელი ვმეგობრობ და 18 წელი ვმუშაობ, საერთო ხედვები, იდეები…

Posted by Kakhaber Sukhitashvili on Saturday, 19 August 2023

 

ეს ფოტო შარშანდელია. ზუსტად ვიცი რაზედაც ვსაუბრობთ და მე ამ საქმეს აუცილებლად გავაკეთებ!“

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ნანა ჯანაშიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები