LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო

104
-რჩეულიშვილი-4-1524815104

„ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო. ამის შუამდგომლობა „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა დააყენა. მისი თქმით, არსებობს ინვესტორი, რომელთანაც აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„დღეს ჩვენება არ მიმიცია. მოვითხოვეთ საქმის ერთი თვით გადადება. იცით, რომ m2-თან არ გამოვიდა და ჩაიშალა მოლაპარაკებები. ახლა ინვესტორის იმედი გვაქვს, რომ საკითხი ისე გამოვიდეს, როგორც ორივე მხარეს გვინდა. მერიასთანაც აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. თუ ესეც არ გამოვიდა, მაშინ გამოსავალი აღარ არსებობს და პროცესი ჩიხშია შესული. დანარჩენი ვნახოთ“, – განაცხადა რჩეულიშვილმა.

„ცენტრ პოინტის“ საქმის „მაგნოლიის“ ეპიზოდზე ბრალდებულებ მაია და გურამ რჩეულიშვილებს  მენაშენეთა თანხების მითვისება და გაფლანგვას ედავებიან.

გურამ რჩეულიშვილს დღევანდელ პროცესზე საბოლოოდ უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია, აპირებდა თუ არა ჩვენების მიცემას.

შეგახსენებთ, „ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს სასამართლომ გუშინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები