LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

93

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ინტენსიური წვიმების შედეგად, მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოძრაობა დაიკეტა.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g