LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვა იგეგმება

925
a76217b-e1532420272330

ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე აიკრძალება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე აკეთებს. მისივე განცხადებით, თბილისის მიკოავტობუსების კომპანიასთან კონტრაქტი გადაიხედება.

ვიცემერის განმარტებით, ცვლილება ახლო მომავალში განხორციელდება და ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მეორეხარისხოვანი ქუჩებისა და ცენტრალური გამზირების სატრანსპორტო ხაზის დამაკავშირებელ საშუალებად იქცევა.

“აუცილებლად გადაიხედება კონტრაქტი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე, ეს გარდაუვალი პროცესია, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს პროცესი მნიშვნელოვან ფაზაშია და უახლოეს პერიოდში მოწოდებული იქნება ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასთან დაკავშირებით. მოდიფიცირება ყვითელი მიკროავტობუსების ქსელსაც შეეხება და მოხდება ინტეგრირება ძირითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელთან. გადახედვა გაუქმებას არ ნიშნავს.

მიკროავტობუსები გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან – მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება, სავარაუდოდ ეს იმას გაითვალისწინებს, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდა საუბნო არეალებში გადავა. ცენტრალურ ქუჩებს მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს, რომელსაც სრულად ანახლებს თბილისის მერია. დღეს თარიღებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ვცდილობთ უმოკლეს დროში მოხდეს განახლება,“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

magti 5g