LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე: თუ შეზღუდვების შემსუბუქებას სწორად არ მივუდგებით, შესაძლებელია, ერთი წლით უკან დავბრუნდეთ

66
BeFunky-collage (19)

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, რეგულაციების მოხსნა სწორია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა დარჩენილ რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებს.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ ხალხმრავალი ადგილებში ყოფნისგან თავი შეიკავოს.

“თუ შეზღუდვების შემსუბუქებას სწორად არ მივუდგებით და არ გამოვიყენებთ, შესაძლოა, ამან უკან დაბრუნება და შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს. ვიდრე ვაქცინაცია არ შევა ძალაში, რასაც, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი ქორწილებისგან და გართობისგან. სამი თვე, ცხოვრებაში, გადამწყვეტი არაა”. – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები