LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო-ს ცნობით, მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ორდღიანი სწავლება გაიარეს

70
ცესკო-ს სწავლება მედიისთვის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე „ტრენინგი“ გაიარეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ორდღიანი სწავლება, რომელიც თელავში გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ მოადგილეებთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორთან ერთად გახსნა.

მათივე ცნობით, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ისაუბრა.

ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დეტალურად გააცნეს შემდეგი საკითხები:

  • მედიის როლი საარჩევნო პროცესში;
  • მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში;
  • კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები;
  • სიძულვილის ენასთან ბრძოლა საარჩევნო პროცესში და მედიის როლის მნიშვნელობა;
  • მედიის და სხვა ჩართული მხარეების როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად;
  • პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები;
  • საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ა.შ.

სწავლების მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია და ჟურნალისტების კითხვებს „ტრენერებთან“ ერთად ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს.

ცესკო-ს ინფორმაციით, „ტრენინგი“ მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა და მასში მედიის 17 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

 

 

 

mazda magti 5g