LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო-ს ექვსი თვით გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს

51
ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვის განმავლობაში გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე დღეს გაიმართა.

კალანდრიშვილის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3 წავიდა.

დეპუტატების გადაწყვეტილებითვე, ცესკო-ს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

შეგახსენებთ, კანდიდატებს კენჭი უკვე მეოთხედ ეყარა. მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. ცესკო-ს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით ასარჩევად, პირველ ჯერზე საჭირო იყო დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ 100 ხმა. არასაკმარისი ხმების გამო, ხელახლა დაინიშნა კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზება იყო აუცილებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები