LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ვიცნობთ, არ გვინდა ექსპერიმენტები – ნინო ლომჯარია კარგი იქნება ამ პოსტზე: რომან გოცირიძე

56
რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „კანდიდატი საზოგადოებისთვის ნდობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს, რადგან ექსპერიმენტები საჭირო არ არის“. მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურის განხილვა მოხდება.

გოცირიძის განმარტებით, ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევისთვის პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია გაყალბებისთვის მზადებას ნიშნავს.

„კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ვიცნობთ და არ იქნება სიურპრიზის მომტანი. არ გვინდა ექსპერიმენტები, ნაცნობი და პროგნოზირებადი ადამიანი გვინდა თავისი მინუსებით და პლიუსებით – პერსონალურად ნინო ლომჯარია კარგი იქნება ამ პოსტზე. 

ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

არ ვაპირებ განხეთქილების ვაშლი ვიყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის – ლადო ბოჟაძე ცესკოს თავმჯდომარეობის შესახებ

თუ ხელისუფლებას სურს, რომ არჩევნები არ გააყალბოს და ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირი, უნდა მოიქცეს ისე, როგორც მოიქცა სახალხო დამცველის არჩევისას, როდესაც ნომინირება მოახდინა არასამთავრობო სექტორმა, ამ მეთოდმა გაამართლა და დღეს ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სახალხო დამცველი. ის, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს არის მზადება გაყალბებისთვის, რადგან ისეა დალაგებული კომისია და მისი პერსონალური შემადგენლობა, რომ ისეთი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი, ოღონდ შეფუთული საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამონაწილეობით, რომ ამით შექმნიან იმიტაციას, რომ მართლაც კონსენსუსითაა წარმოდგენილი მომავალი თავმჯდომარე. ამ კომისიით ეს არ ჩანს. თუ რამდენჯერმე ჩაგდების შემდეგ, მესამე მცდელობისას დაბალი კვორუმით იქნება ცესკო-ს 6-თვიანი დროებითი თავმჯდომარე არჩეული, ეს პირდაპირი სიგნალი იქნება იქითკენ, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება უნდა“, – განაცხადა გოცირიძემ.

პოპულარულები