LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

97
Untitled design

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობისთვის იბრძვის 5 კანდიდატი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე.

ამავე ინფორმაციით, კომისიის წევრობის კანდიდატების კონკურსში მონაწილეობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოთქვა: ქრისტინე ქაჯაიამ, სიმონ პარუნაშვილმა, ლევან ისაკაძემ, თამაზ ფოლადაშვილმა, მაია ზარიძემ, გია ცაცაშვილმა და რუსუდან ქურდიანმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მესამედ იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები