LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაანაცვლა თუ არა პროფესიული ფოტოგრაფია ტელეფონებმა – FM ქოუჩი

37
ზურა-ბალანჩივაძე

ჩაანაცვლა თუ არა პროფესიული ფოტოგრაფია ტელეფონებმა – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ სტუმარია ტრენერი, ბლოგერი, ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე.

ჩაანაცვლა თუ არა პროფესიული ფოტოგრაფია ტელეფონებმა?

ნაწილობრივ ჩაანაცვლა. მარტივად გეტყვით რატომ, სად ვუყურებთ დღეს ვიზუალს, ჩვენი თვალები ჩარგულია ტელეფონებში, აქედან გამომდინარე, მობილური ტელეფონით გადაღებული ხარისხი დღეს აბსოლუტურად საკმარისია. თვე არ გავა ახალი ტელეფონი არ გამოვიდეს, ახალი მონაცემებით, მონაცემებიდან სწორედ ფოტოკამერაზეა აქცენტი.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ფოტოს ვიღებთ?

არ უნდა მოვთხოვოთ ტელეფონის კამერას იმაზე მეტი ფუნქცია, ვიდრე მას აქვს. კარგი ფოტო გამოდის კარგ განათებაში. განათება სასურველია იყოს გვერდიდან. ზაფხულში კარგი ხარისხის ფოტოს გადაღება შეგვიძლია დილით 6-ის წუთებზე, ნოემბერში ეს დროა 9 საათისთვის.

პორტრეტის დროს ადამიანები ხშირად იყენებენ ბლარს და ხშირად  ტოვებენ, საბოლოო ჯამში იმდენად დაბურულია ფოტო, ობიექტი ჩანს ცალკე მდგომად.

უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ვიღებთ პორტრეტს, ბევრს არ შეუძლია პოზირება. როცა ადამიანს ეუბნებით – გაიღიმე, უნდა იცოდეთ, რამდენად თავისუფალია კამერასთან.

რჩევები:

  1. იცოდეთ თქვენი მობილური ტელეფონის შესაძლებლობები;
  2. დაალაგეთ, რა უნდა ჩანდეს კადრში;
  3. პორტრეტის გადაღებისას, შეამცირეთ “ბლარი”’
  4. არ გადაიღოთ კონტრაჟურში;
  5. ფოტოს დამუშავებისას ჩაუწიეთ ამონათება (highlights) და მოუმატეთ სინათლე ჩრდილებს (shadows).
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები