LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაანაცვლებს თუ არა ახალი MAN-ის ავტობუსები სამარშუტო ტაქსებს?

171

თბილისის მერიამ ავტოპარკის განახლების პროცესი უკვე დაიწყო. თბილისში ახალი Man-ის ავტობუსები N61 ხაზზე 6 ოქტომბრიდან მოძრაობენ.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ Man-ის ავტობუსების შემდეგი ნაკადი (13 ცალი) დედაქალაქში იანვრამდე უნდა შემოვიდეს.

როგორც ”ფორტუნას” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, შესაძლოა, ახალი ავტობუსების ეს ნაკადი თბილისში მომავალ წლამდეც, დეკემბერში გამოჩნდეს.

ასევე ხელშეკრულების მიხედვით, თებერვალში და მარტში ავტოპარკს კიდევ 60-60 ავტობუსი დაემატება.

ჯამში არსებულ 512 ავტობუსს, 143 Man-ის თანამედროვე და კომფორტული საზოგადოერივი ტრანსპორტი დაემატება და დედაქალაქში 604-მდე ავტობუსი იმოძრავებს.

ტექნიკური დათვალიერების შემდეგ, ძველი ავტობუსებიდან შესაძლოა, რამდენიმე მათგანი ჩამოიწეროს კიდეც, რადგან წინამორბედებისგან საკმაოდ რთული მდგომარეობა დაგვხვდა. ქალაქში 800-მდე ავტობუსია საჭირო, მართალია 604 ამ მოთხოვნას სრულად ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ახალი ავტობუსები ბევრად უფრო ფართო, ტევადი და კომფორტულია. ეს ავტობუსები დედაქალაქში მდგომარეობას აუცილებლად შეამსუბუქებს”, – განაცხადესფორტუნასთანტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან.

გარდა ამისა, მერიას ავტოპარკის განახლებისა და გაფართოების 4-წლიანი გეგმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტოპარკს ამ 143 Man-ის თანამედროვე ავტობუსის გარდა, ასეთივე დონის ტრანსპორტი კვლავ დაემატება. იგეგმება, რომ ავტობუსების რაოდენობა 800-მდე გაიზარდოს.

თუ ავტოპარკის განახლება სრულად მოხდება და ავტობუსები დედაქალაქის მოსახლეობას ბევრად უფრო ხარისხიანად და იაფად მოემსახურება, ვიდრე ყვითელი სამარშუტო ტაქსები, შესაძლოა, მათზე მოთხოვნა შემცირდეს. ხელშეკრულებით მათი სრულიად ჩანაცვლება გათვალისწინებული არ არის, თუმცა სამარშუტო ტაქსების კერძო კომპანიებმა შესაძლოა, განახლებული ავტოპარკის პირობებში კონკურენციას ვერ გაუძლონ.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ სამარშუტო ტაქსების განახლება და უკეთესი სერვისის შეთავაზება კერძო კომპანიების ინტერესებშია და მერია მათ საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

ტრანსპორტის მართვის ძირითადი საკითხები ქალაქის მერიის კომპეტენციაშია, თუმცა დედაქალაქს 4 სამარშუტო, კერძო კომპანია ემსახურება. ისინი ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებენ, მათ აქვთ თავისი ვალდებულება აღებული დედაქალაქის წინაშე, მაგრამ გარკვეულ საკითხებში ჩვენ ვერ ჩავერევით. ტრანსპორტის განახლება და უკეთესი სერვისის შეთავაზება მათ ინტერესებშია. 143 Man-ის ავტობუსი შემოსვლის შემდეგ, რომელიც კომფორტულია, აქვს კლიმატკონტროლი, ასევე კონდინცირებისა და გათბობის სერვისი, მიკროავტობუსებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. თუ სამარშუტო ტაქსები თანამედროვე მოთხოვნებს ვერ გაუწევენ კონკურენციას ბუნებრივია, მგზავრებს დაკარგავენ”, – განაცხადესფორტუნასთანტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

ფაქტია, რომ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ვერც მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობითა და ვერც ფასით ახალ ავტობუსებს კონკურენციას ვერ გაუწევენ. შესაბამისად, მათ საქმიანობის გადახედვა მოუწევთ. 

როგორც ”ფორტუნას” ერთ-ერთ ასეთ სატრანსპორტო კომპანიაში ”თბილისის მიკროავტობუსში” განუცხადეს, ისინი მუდმივად ცვლილებების რეჟიმში არიან.

თბილისის მიკროავტობუსი, სამომავლო გეგმებს არ ამხელს, თუმცა ”ფორტუნასთან” საუბარში აანონსებენ, რომ მგზავრებს ბევრ სიახლეს შესთავაზებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ სიახლეებში ტრანსპორტის გამოცვლა არ შედის.

”იმის მიუხედავად, რომ კომპანიას ამის ვალდებულება არ აქვს, ჩვენ ზაფხულის დადგომისთანავე საკუთარი ხარჯებით ვიწყებთ კონდინციონერების შეკეთებას ან შეცვლას, ასევე, კომპანია საკუთარ თავზე იღებს, ტრანსპორტის შერემონტების ხარჯებს (ხელშეკრულებით ამის ვალდებულება თავად მძღოლებს აქვთ, რადგან ისინი ამ ტრანსპორტის მესაკუთრეები არიან). მომავალშიც ბევრ ცვლილებას ვგეგმავთ და ამას აუცილებლად, თავის დროზე შევატყობინებთ საზოგადოებას”, – განაცხადეს მათ ”ფორტუნასთან”.

ავტოპარკის განახლების შემდეგ, ახალი ავტობუსები ყველა იმ ხაზზე გავა, რომელზეც ახლა დიდი ”ბოგდანის” ტიპის ავტობუსები მოძრაობენ.

ახალი ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება სტანდარტულია და 50 თეთრს შეადგენს. მოქმედებს დაწესებული შეღავათებიც. ავტობუსი შშმ პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის არის ადაპტირებული: აღჭურვილია სპეციალური პანდუსითა და მათთვის სალონში შესაბამისი სივრცეებია გამოყოფილი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გათბობა-გაგრილების სისტემის კლიმატ-კონტროლი მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

 

თამთა უთურგაშვილი

mazda magti 5g