მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე იუბილარია.
ამის შესახებ ჭადრაკის ფედერაცია წერს და ჩიბურდანიძეს დაბადების დღეს ულოცავს.
„დაბადების დღეს ვულოცავთ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას – მაია ჩიბურდანიძეს!
მაია ჩიბურდანიძე – ქართული ჭადრაკის სიმბოლო, გამარჯვებების ეპოქა და შთაგონება თაობებისთვის.
მთავარი მიღწევები:
• მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი
• მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული
• “საჭადრაკო ოსკარის” ოთხგზის მფლობელი
• „ოქროს პაიკის“ – ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი
• ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი
• ღირსების ორდენის კავალერი
ქალბატონო მაია, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიმშვიდეს და სიყვარულით სავსე დღეებს.
მადლობა იმ დიდებისთვის, რაც ქართულ სპორტს და მსოფლიოს ჭადრაკს აჩუქეთ!“ – აღნიშნულია მისალოც წერილში.
