LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაიკეტება თუ არა სოფელი მეტეხი, სადაც კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა

684
მეტეხი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში კორონავირუსის  4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე მედდის ოჯახის წევრები არიან. ამ დროისთვის ისინი უკვე ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

გამკაცრდება თუ არა რეგიონში ზომები და ჩაიკეტება თუ არა სოფელი მეტეხი, დღეს ჩატარებული კვლევების პასუხების მიხედვით გადაწყდება.

შიდა ქართლის გუბერნატორის თქმით, რეგიონში შიდატურიზმი ეტაპობრივად, ეპიდოლოგიური მდგომარეობის მიხედვით აღდგება.

რეგიონში 4 ახალი შემთხვევა გვაქვს. მედდის ოჯახის წევრები არიან. ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მათი კონტაქტების მოძიებისა და შესწავლის მიზნით მუშაობენ. დამატებით ნიმუშები იქნება აღებული და გაგზავნილი ლაბორატორიაში. პასუხების ანალიზის მიხედვით გადავწყვეტთ, რა ზომებს მივიღებთ. შიდა ტურიზმი, ჩვენთან ისევე როგორც სხვა რეგიონებში, აღდგება ეტაპობრივად და ეპიდემიოლოგიურ ფონზე კონტროლით მოხდება“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები