ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მაშველები აგრძელებენ მუშაობას, რათა ნანგრევებიდან გამოიყვანონ მოქალაქეები.
მაშველებმა უნდა შეძლონ ეფექტურად მუშაობა და მადლობა მათ ამისთვის. უნდა ვაცადოთ, რომ გადაარჩინონ ისინი. მოგვიანებით მოგახსენებთ დამატებით დეტალებს. – აღნიშნა რიჟვაძემ