ცოტა ხნის წინ რუსული ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა სამშობლოში დაბრუნდა. ჟურნალისტებმა ის მოსკოვის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. გამოცემა „იზვესტიას“ მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ დაბრუნდა მომღერალი სამშობლოში, პუგაჩოვამ უპასუხა: „ჩამოვედი რომ დავლაგდე, ჩამოვედი, რომ წესრიგი დავამყარო, პირველ რიგში თქვენს ტვინში“ – მიმართა მან რუს ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალე ქვეყანა დატოვეს და ისრაელში გაემგზავრნენ. ამის შემდეგ მეუღლეებმა არაერთხელ გაავრცელეს უკრაინის მხარდამჭერი განცხადება და რუსული აგრესია საჯაროდ დაგმეს.
ვიდეო: რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა
„მშვიდად იცხოვრეთ, ვერსად მნახავთ“ – ალა პუგაჩოვა რუს ხალხს მიმართავს