LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაპელ როანი, ჯონ ლეჯენდი, CeeLo Green – სიმღერები, რომლებზეც Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი იღვიძებდა

145
download

მსოფლიოს ყურადღება NASA-ს ,,არტემის II”-ის მისიისკენაა მიპყრობილი.

აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენა მუსიკალური სამყაროსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მისიის დროს, რომელიც 1 აპრილს დაიწყო, ტრადიციულად, ფრენის ყოველი დღე ეკიპაჟისთვის შერჩეული სიმღერით იწყებოდა.

გთავაზობთ იმ სიმღერების სიას, რომლებზეც ასტრონავტებმა — რიდ ვაისმენმა, ვიქტორ გლოვერმა, კრისტინა კოხმა და ჯერემი ჰანსენმა — ბოლო შვიდი დღის განმავლობაში გაიღვიძეს:

დღე 1: Sleepyhead – Young & Sick (Passion Pit-ის ქავერი)

დღე 2: Green Light – John Legend (feat. André 3000)

დღე 3: …In a Daydream – Freddy Jones Band

დღე 4: Pink Pony Club – Chappell Roan

დღე 5: Working Class Heroes (Work) – CeeLo Green

დღე 6: Good Morning – Mandisa (feat. TobyMac)

დღე 7: Tokyo Drifting – Glass Animals & Denzel Curry

როგორც ცნობილია ხომალდი დედამიწაზე, 11 აპრილს დაეშვება.

საინტერესო ფაქტია, რომ მე-4 დღეს, როდესაც ჩაპელ როანის სიმღერა ჩართეს, მართვის ცენტრმა მუსიკა მისამღერამდე გათიშა, რაზეც ეკიპაჟის მეთაურმა, რიდ ვაისმენმა, ხუმრობით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა: „ყველანი მოუთმენლად ველოდით მისამღერს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები